NASA-ს კოსმოსური ინჟინრები”ევროპულ სკოლაში”

დღეს “ევროპულ სკოლას” კოსმოსური ინჟინერიის ცოცხალი ლეგენდები, კოსმოსის ექსპერტები  ესტუმრნენ. ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცდიან კოსმოსურ ხომალდებს და შემდეგ  კოსმოსში უშვებენ.     ლეგენდარული მისიის, “ვოიაჟერის“, ხელმძღვანელმა  ჯონ კასანმა და მარსის პროგრამის ხელმძღვანელმა რობ მენინგმა “ევროპული სკოლის” მოსწავლეები კოსმოსში ამოგზაურეს  და, რაც  მთავარია, დაარწმუნეს, რომ კოსმოსი,   NASA  მიუწვდომელი ოცნება არ არის.

მეცნიერების, საინჟინრო-ტექნოლოგიებისადმი ინტერესი, ინოვაციებისადმი სწრაფვა და კოსმოსის დაპყრობაც კი გზაა უკეთესი მომავლისკენ.   ამ მომავლის შექმნელები  დღეს  “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა  შორის იყვნენ.

Share on: