ქართული ცეკვის ანსამბლი ES ორნამენტი
“ევროპულ სკოლაში“ ქართული ცეკვის ანსამბლის ES ორნამენტის ღია გაკვეთილი გაიმართა. საღამო ქართული კულტურისა და ნაციონალური ცეკვის ზეიმად იქცა. მოსწავლეებმა მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ემოციები აჩუქეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სილამაზე და მნიშვნელობა.