ქართული ცეკვის ასამბლის “ES ორნამენტის“ კონცერტი
ქართული ცეკვის ანსამბლი “ES ორნამენტი“ ცეკვით ქმნის ერთობას და უნიკალური ორნამენტივით ამშვენებს “ევროპულ სკოლას“.
1 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ანსამბლმა, ბავშვების საოცარი ენერგეტიკით, მასწავლებლების სიკეთითა და სინაზით, დედების სილამაზითა და გრაციოზულობით, შექმნა მომხიბლავი მთლიანობა და მაყურებელს დაუვიწყარი მომენტები და შთაბეჭდილებები დაუტოვა.
ანსამბლი “ES ორნამენტი“ პროფესიონალურ სცენაზე გამართული პირველი კონცერტის თანხით ჟიული შარტავას სახელობის, ქუთაისში მდებარე, აფხაზეთის #6 საჯარო სკოლას დაეხმარება ბიბლიოთეკის მოწყობაში.