რომან შტრასე “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა
11 სექტემბერს “ევროპულ სკოლას“ ევროპარლამენტის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რომან შტრასე ესტუმრა.
შტრასემ “ევროპული სკოლის“ და “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტის მიზნები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანმა ახალი საერთაშორისო პროექტები დააანონსა, რომელიც ახალგაზრდა დიპლომატებისთვის, ევროპარლამენტის ეგიდით, ბრიუსელში ჩატარდება. შეხვედრის დასასრულს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა რომან შტრასეს სკოლის შენობის ტური ჩაუტარეს და მათი სწავლების მეთოდები დეტალურად აუხსნეს.
რომან შტრასეს ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“ ამა წლის აპრილის თვეში, ევროპარლამენტში გაფორმებული ოთხმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.