საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს პეპელა“

დასრულდა საბავშვო ფილმების რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. 27 ქვეყნის 20 წლამდე ახალგაზრდების მიერ შექმნილი 45 ფილმი იღებდა კონკურსში მონაწილეობას “ოქროს პეპელას“ მოსაპოვებლად. გადაღებები, კინოხელოვანებთან შეხვედრები, ვორქშოპები, გასვლითი ღონისძიებები – კინოს ნორჩი ფანებისთვის ამ აქტივობებმა ფესტივალი ერთ დიდ დღესასწაულად აქცია.
ფესტივალის მთავარი პრიზი “გრანპრი – ოქროს პეპელა 2023“ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცა ფილმს “ჭყინტი გმირები“ (ასოციაცია “სინერამა“, ფოთი, საქართველო), ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმენტური კინო-პორტრეტი“ კი გაიმარჯვა “ევროპული სკოლის“ მოსწავლის ელენე მაზიაშვილის მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა “ჩემი ბაბუ – მსახიობი ჯემალ მაზიაშვილი“ (სტუდია “ესტვ“ თბილისი, საქართველო).
Share on: