საშაბათო სკოლა
“ევროპული სკოლა“ პიროვნული განვითარებისთვის თავის მოსწავლეებს, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სთავაზობს საშაბათო სკოლას, რომელსაც ხელმძღვანელობს მწერალი და “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. ცენტრში ცნობილი და კვალიფიციური მასწავლებლები უძღვებიან კურსებს, რომლებიც მოსწავლეებს მნიშვნელოვან ცოდნას აძლევს, საჭირო უნარებისა და მიდგომების გამომუშავებაში ეხმარება. საშაბათო სკოლაში ყველა მიმართულების მეცადინეობები ტარდება, ლიტერატურითა და მათემატიკით დაწყებული თუ მუსიკითა და არქეოლოგიით დამთავრებული.
I კლასი
- აქტივოებები კითხვისა და წერის უნარის გასავითარებლად:
- ფონემატური სავარჯიშოები;
- ფონემატური უნარის გასავითარებელი ტექსტები;( I დონის წიგნები
- კომპლექსური დავალებები კრიტიკული,შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად;
- წერითი სავარჯიშოები.
II და III კლასი
- ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
- “მშვიდობა“
- სიყვარული“
- “ბედნიერება“
- “პატივისცემა“
- “თანამშრომლობა“
- “თავმდაბლობა“
- “პასუხისმგებლობა“
- “ტოლერანტობა“
- სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტექსტების გაგება-გააზრება, ტესტური დავალებების შესრულება, ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დაკავშირება.
- ლექსიკის,მართლწერის, გრამატიკისა და კალიგრაფიის საბაზისო უნარების განვითარება.
IV კლასი
- საოლიმპიადო ტესტებზე მუშაობა:
- სხვადასხვა ტიპის (მხატვრული,საინფორმაციო) ტექსტის გააზრება;
- მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა;
- საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულთან დაკავშირებით;
- არგუმენტირებული მსჯელობა.
- დარგობრივი და შემოქმედებითი წერითი უნარის განვითარება-“მწერლობანა“.
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:
წრეობრივი მუშაობა სამყაროს შეცნობის უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევაყვაროთ არა მხოლოდ კითხვა, არამედ დავეხმაროთ მათ შეიძინონ: ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების; კრიტიკული აზროვნების; ლოგიკური მსჯელობის; მარტივი და კომპლექსური დასკვნების გამოტანის უნარები, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სწავლების ფორმები
სწავლებისათვის გამოიყენება: ინტერაქცია; დამოუკიდებლად დავალების შესრულება; გაუგებარი საკითხის მასწავლებლის დახმარებით, ახსნით შესრულება; სასწავლო-შემეცნებითი თამაშები.
სასწავლო რესურსი
მცირე ზომის, სხვადასხვა ჟანრის ტექსტი.
ჯიპრაიდის ტექსტები.
ონლაინ რესურსი.
ტესტები
ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით,ამიტომ “კითხვა კეთებით“ კლუბში თითოეული წიგნის თუ ნაწარმოების განხილვა ეყრდნობა პროექტული სწავლების პრინციპებს. ჩვენი აქტივობებით შევაყვარებთ მოსწავლეებს კითხვას კეთების პროცესში.
რას ვაკეთებთ?!
- ვქმნითბავშვისთვის საინტერესო გარემოს;
- ვკითხულობთასაკის შესაბამის ლიტერატურას;
- ვიკვლევთ, განვიხილავთ, ვაანალიზებთნაწარმოების შინაარსს; (სახალისო აქტივობების დახმარებით);
- ვასრულებთტესტური და გრამატიკული შინაარსის დავალებებს;
- მრავალფეროვანიმასალის გამოყენებით თავად ქმნიან ნამუშევრებს(დიორამა, აპლიკაცია, პოსტერი, წერილი, განცხადება და სხვ.);
- ბავშვებიაჯამებენ მიღებულ ცოდნას. შეჯამებას აქვს სხვადასხვა სახე:
პრეზენტაცია;
ინსცენირება;
გამოფენა და სხვ.
,,წერა, კითხვა და ფიქრი” – ლიტერატურის მოყვარულთა კლუბია, სადაც წიგნები ცოცხლდება, შემოქმედებითი უნარები ვითარდება, ფიქრები ახალ იდეებად გადაიქცევა. კლუბში ბავშვები ერთად კითხულობენ მრავალფეროვან წიგნებს, წერენ საინტერესო ისტორიებს, მსჯელობენ სხვადასხვა თემებზე. ,,წერა, კითხვა და ფიქრი” – არის ადგილი, სადაც ბავშვები კითხვით, თამაშით, კეთებით სწავლით ყალიბდებიან დამოუკიდებელ, მოაზროვნე და შემოქმედებით ადამიანებად.
კლუბის მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების კითხვის, წაკითხულის გააზრებისა და მართლწერის უნარ-ჩვევების განვითარებას.
სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობით, მეთოდებითა და სტრატეგიებით მოსწავლეები კითხვაში გაიწაფებიან, ყურადღება მიექცევა მხატვრულ, გამომეტყველებით კითხვას, წაკითხულის გააზრებას , ასევე წერის კულტურის გაუმჯობესება – განვითარებას.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები დამწყები მკითხველები იქნებიან, თითოეულ მოსწავლეზე მორგებული კითხვის შესწავლის სხვადასხვა მეთოდით , მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის დახმარებით, კითხვის შესწავლა გაუადვილდებათ.
თუ სამიზნე ჯგუფი იმ ასაკობრივ საფეხურს მიეკუთვნება, რომელსაც წერა-კითხვა უკვე შესწავლილი აქვს, მათთან მუშაობის მთავარი ამოცანა იქნება მხატვრულ და გააზრებულ კითხვაში გაწაფვა, ასევე წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
კლუბის მუშაობა ასევე ითვალისწინებს გრამატიკის შესწავლას, საინტერესო და მრავალფეროვანი სტრატეგიებით, რაც მათ მართლმეტყველებასა და მართლწერაში დაეხმარება.
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მათ გავაცნობ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი საბავშვო მწერლების ლიტერატურას. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საკლასო დისკუსიაში, იმსჯელებენ ნაწარმოების თემის, იდეისა და მთავარი სათქმელის შესახებ, პერსონაჟებს დაახასიათებენ. გამოვიყენებ ვიზუალურ სქემებსა და გრაფიკულ მაორგანიზებლებს.
კლუბის მუშაობის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს წერა- კითხვა, ფიქრი შეუყვარდეთ და წაკითხულის გააზრება გაუადვილდეთ.
UCMAS არის მენტალური არითმეტიკის ერთადერთი საერთაშორისო პროგრამა საქართველოში, რომელიც ოპერირებს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი,). გასული წლის განმვალობაში 5000 -ზე მეტ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა, დაუფლებოდა UCMAS-ის გლობალურად აღიარებულ, მენტალური არითმეტიკის პროგრამას. UCMAS პროგრამა არა მხოლოდ ავითარებს გონებრივ არითმეტიკულ უნარებს, არამედ ხელს უწყობს თავდაჯერებულობას, ფოკუსირებას და უწყვეტი სწავლის წყურვილს.
დაარსების დღიდან(1993 წელი) UCMAS- მა ნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბავშვების გონებრივ განვითარებასა და სრულყოფილებაში მსოფლიოს 85 ქვეყანაში. UCMAS-ის პროგრამა მოიაზრებს 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის მათემატიკური და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ეს უნიკალური პროგრამა მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებულია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორებიცაა სტენფორდის, ჰარვარდისა და სანდიეგოს უნივერსიტეტები.
პირველად ისტორიაში ჩვენა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიუ დელიში (ინდოეთი) 2024 წლის 15 დეკემბერს გამართულ მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსში, რომელსაც მასპინძლობდა UCMAS. მსოფლიოში ყველაზე დიდ, აბაკუსზე დაფუძნებულ, გონებრივ არითმეტიკულ შეჯიბრში საქართველომ სიამაყით წარმოადგინა 7-დან 13 წლამდე ასაკის 11 ახალგაზრდა ნიჭიერი მოსწავლე, რომლებმაც იასპარეზეს 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად და მოიპოვეს მრავალი ჯილდო, მათ შორის ბრინჯაოს მსოფლიო თასი.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მარიამ და დავით შოშიტაშვილებმა მესამე ადგილი მოიპოვეს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
მათემატიკური კლუბის ,,მათემატიკის საოცარ სამყაროში“ მოსწავლეები:
- გაიუმჯობესებენ მათემატიკის ცოდნას;
- აითვისებენ ლოგიკური ამოცანების ამოხსნის მარტივ ხერხებს;
- შეიმეცნებენ მათემატიკის საოცრებებს;
- მოემზადებიან ოლიმპიადებისთვის.
კლუბის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას. მათ აკადემიურ წინსვლას. ლოგიკური, სააზროვნო და ანალიტიკური უნარ-ჩვევების, პრეზენტაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. მოსწვლეებს საშუალება მისცეს, აღმოაჩინონ და განივითარონ მათემატიკური შესაძლებლობები. სხვადასხვა სააზროვნო დავალებისა და აქტივობის შესრულებისას ეფექტურად გადალახოს არსებული სიძნელეები. მოსწვლემ შეძლოს კლუბში მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
აქტივობები, რომელსაც გთავაზობთ კლუბი?
– საინტერესო, სახალისო, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა;
– სხვადასხვა არითმეტიკული ოპერაციების სწრაფად და მარტივად ამოხსნა;
– ციფრულ სამყაროში საგანმანათლებლო, ლოგიკური თამაშების წარმართვა;
– ოლიმპიადისთვის მზადება.
მათემატიკური კლუბის “ერთად მათემატიკურ ლაბირინთებში“ მიზანია: მრავალფეროვანი და სახალისო ამოცანებითა და სავარაჯიშოებით მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია, ხელი შევუწყო მათში შემეცნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, სწორი დასკვნების გამოტანის უნარის განვითარებას.
წრის დახმარბით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: კომუნიკაცია, მსჯელობა, ერთმანეთის აზრის მოსმენა, საკუთარი აზრის დასაბუთება, პრობლემის გადაჭრა… დავანახო, რომ მათემატიკის შესწავლა რაიმე გადაულახავ პრობლემებთან შეჭიდება კი არაა, არამედ იმის ცოდნა, თუ რა კუთხით მივუდგეთ, როგორ (უფრო იოლი მეთოდით) ამოვხსნათ ესა თუ ის ამოცანა და სავარჯიშო. მაშ, ასე – ერთად შევაბიჯოთ მათემატიკის საინტერესო სამყაროში!
ლოგიკური აზროვნების, საკითხისადმი არასტანდარტული მიდგომის უნარი განვითარება.
კლუბის მუშაობა დაფუძნებულია დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ინტერესების, უნარებისა და საჭიროებეზე დაყრდნობით. პროგრამით გათვლილი სამუშაო თემები მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს და მოსწავლებში განავითარებს შემეცნებით-შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობა-დასაბუთების უნარებს.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან, გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- რა არის კოსმოსი და გალაქტიკა;
- როგორ ხდება პლანეტების ფორმირება და საიდან იბადება პლანეტა. პლანეტების ისტორია, თითოეული პლანეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
- ბუნებრივი და ხელოვნური თანამგზავრები, მათ შორის განსხვავება;
- მეტეორიტები და მათი ქმედებები, გრავიტაცია და მიზიდულობა;
- კოსმოსური ხომალდები და მათი შექმნის თავისებურებანი;
- მეტეორიტები და მათი ქმედებები, გრავიტაცია და მიზიდულობა;
- კოსმოსური ხომალდები და მათი შექმნის თავისებურებანი;
- დაკვირვებები და ექსპერიმენტები კოსმოსურ ობიექტებზე ხელნაკეთი ტელესკოპით (თავიანთი ხელით შექმნიან ტელესკოპს), შეისწავლიან ცას, ვარსკვლავებს;
- სკოლაში არსებული ტელესკოპის ფუნქციონირება და მისი გამოყენება დაკვირვებებისთვის;
- საინტერესო ჩანახატების და ნამუშევრების შექმნა, გამოფენა კონკურსი;
- ექსკურსიები და სკოლის გარე აქტივობები.