საშაბათო სკოლა
21 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას პოპულარულმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ საშაბათო სკოლა წარუდგინა. იგი არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა დამსწრეებს და სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილი, ცნობილი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის თემატური ვიდეო გაუზიარა.
არქეოლოგიის, ასტრონომიის, კითხვის, მუსიკის, ლიტერატურისა და მათემატიკის კლუბების სტენდებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეები ენთუზიაზმით გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების ჯადოსნურ მხარეებს, ჩაერთნენ ლიტერატურულ დისკუსიებში და მათემატიკურ ამოცანებშიც კი გავარჯიშდნენ.