სკოლის სასწავლო გეგმა
სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის მისიას.
სასკოლო სასწავლო გეგმა აზუსტებს სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ საათობრივ დატვირთვას, განსაზღვრავს დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, გეგმავს სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
შპს “ევროპულ სკოლაში” საგანმანათლებლო პროცესი იყოფა სამ საფეხურად:
ეროვნული სასწავლო გეგმით მომუშავე კლასები:
- დაწყებითისაფეხური – I-VI კლასები,
- საბაზოსაფეხური – VII – IX კლასები,
- საშუალოსაფეხური – X-XII კლასები
ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების განმავლობაში;
გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე
სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობები საერთაშორისო სტანდარტის დონის განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეს, რომ მან სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების გზა – გააგრძელოს სწავლა ან ჩაებას შრომით საქმიანობაში;
გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ითვალისწინებს სავალდებულო საგნის სახით სტანდარტს ზევით სწავლებას შემდეგ საგნებში:
ა) ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლების პროგრამა ( I – XII კლასები),
ბ) რუსული ენის სწავლება ( I – XII კლასები),
გ) გერმანული/ფრანგული ენის სწავლება ( V – XII კლასები),
დ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ( I – VIII კლასები).
ე) რობოტექნიკის საფუძვლების სწავლება ( I – X კლასები).
დამატებით სავალდებულო საგანზე დასწრება აუცილებელია კლასის ყველა მოსწავლისათვის;
სკოლა ასევე სთავაზობს მოსწავლეებს შემდეგ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დამატებით მომსახურებას გახანგრძლივებული რეჟიმისა და წრეობრივი მეცადინეობების სახით.
ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები:
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
- ყველა მოსწავლე არის განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების დროს.
- სწავლა მიმდინარეობს მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე.
- სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული.
გაღრმავებული სწავლება
გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტში განხილვას.