#შენისკოლაშენთანაა
ტექნოლოგიები XXI საუკუნის საკლასო სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. “ევროპულ სკოლაში“ ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სწავლა-სწავლება ახალ რეალობაში. ჩვენი მიზანია, დისტანციური სწავლების გამოწვევები ადვილად დაძლევადი, პროცესი კი საინტერესო და მაქსიმალურად მოქნილი იყოს პირველკლასელთათვის და მათი მშობლებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ყველა პირველკლასელს გადასცემს მულტიფუნქციურ თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს პატარებს. მათთვის დისტანციური სწავლება კიდევ უფრო მიმსგავსებული გახდება პირისპირ სწავლებასთან ახალი ტექნოლოგიური რესურსების: ინტერაქტიული დაფების, საკონფერენციო კამერებისა და დოკუმენტ-სკანერების დახმარებით, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები აქტიურად გამოიყენებენ ონლაინ გაკვეთილების მსვლელობისას.