Spelling Bee და ლინგვისტური ოლიმპიადა
“ევროპულ სკოლაში“ უცხო ენების სწავლა-სწავლება პრიორიტეტულია, წახალისებულია ახალი ინიციატივები, ახალი მეთოდები, ენების შესწავლის ინოვაციური პროექტები.
8 აპრილი უცხო ენების ნამდვილი ზეიმი ოყო “ევროპულ სკოლაში“, სადაც ენების ორი დიდი კონკურსი ჩატარდა: რეგიონული Spelling Bee და ლინგვისტური ოლიმპიადა “იფიქრე გლობალურად“.
რეგიონული Spelling Bee -ში მონაწილეობა მიიღეს IV-VI კლასების მოსწავლეებმა თბილისისა და რეგიონების 14 სკოლიდან.
გამარჯვებულები არიან:
IV კლასი – თეიმურაზ ლორია ( ევროპული სკოლა)
V კლასი –ზაქარია ნიკოლაიშვილი ( #82-ე საჯარო სკოლა)
VI კლასი – მარიამ ბურდაკ (ევროპული სკოლა).
ლინგვისტური ოლიმპიადაზე, რომელშიც 13 ჯგუფი მონაწილეობდა, გუნდებმა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს გლობალური პრობლემების გადაჭრის ორიგინალური გზები.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
პირველი ადგილი – რუსულენოვანი ჯგუფი, ვიდეოკლიპი “ბულინგი
სკოლაში და მისი თავიდან აცილების გზები“;
მე-2 ადგილი – ინგლისურენოვანი ჯგუფი, სოციალური რეკლამა “Fake news- მისი
იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების გზები“;
მე- 3 ადგილი – გერმანულენოვანი ჯგუფი, ფლაერი “ციფრული კეთილდღეობა”.