სტუმრად “საქართველოს კარიტასსა“ და “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში“
“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის X კლასის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ესტუმრენ ბავშვთა სახლ “საქართველოს კარიტასს“ და “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ თბილისში (SOS kinder Dorf). ჩვენმა მოსწავლეებმა ბავშვებს საჩუქრად თანაკლასელის, ელენე კუჭუხიძის მიერ საკუთარი ბიზნესპროექტის ფარგლებში დამზადებული “ხე კადუს“ სათამაშოები გადასცეს.