სტუმრები შვედეთის საელჩოდან და მოკითხვა ასტრიდის შვილიშვილისგან “ევროპული სკოლის" მოსწავლეებს
დღეს 14 ნოემბერს ყველასათვის საყვარელი, შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. აიმიტომაც სკოლაში მოსწავლეები ცელქი და მოუსვენარი პეპისა და მსუნაგი კარლსონის ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ. ერთი დღით გააცოცხლეს ასტრიდის საყვარელი გმირები და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულად დახვდენენ.
“ევროპულ სკოლას“ სტუმრად ეწვივნენ: შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ჯონ რუნსონი, შვედეთის საელჩოს კომუნიკაციისა და კულტურის საქმეთა ოფიცერი თამარ დათუაშვილი, “სულაკაურის გამომცემლობიდან“ გამომცემელი თინა მამულაშვილი და დრამატურგი, მთარგმნელი დავით გაბუნია.
როცა შვედეთში მწერლის მემკვიდრეებმა შეიტყვეს ჩვენი კვირეულის შესახებ, ბ-ნ ჯონს ასტრიდის შვილიშვილმა გულითადი მოკითხვა დააბარა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან.
სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს შვედეთისა და ავტორის შესახებ განსაკუთრებული ისტორიები, წარადგინეს ახალი გამოცემები და შეუქმენეს მოტივაცია უფრო მეტი იკითხონ რათა გახდნენ წიგნიერები.