შორენა აბესაძე - ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დეპარტამენტის ხელმძღვანელები
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი), მუშაობდა სკოლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, როგორც ტრენერი, მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამაში.
ტრენინგის კურსები გაიარა: ესტონეთში, ფინეთში, აშშ-ში, ბელგიაში და პორტუგალიაში.
2007 წლიდან მუშაობს ევროპულ სკოლაში. არის ისტ-ის მასწავლებელი და კათედრის გამგე.
2010 წლიდან ასწავლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში კომპიუტერულ მეცნიერებებს.
2013 წლიდან ასწავლის AP Computer Science A კურსს.