TEDxIBEuropeanSchool - წელს პირველად ონლაინ სივრცეში!
ერთმანეთისგან შორს, მაგრამ მაინც ერთ ვირტუალურ სივრცეში შეკრიბა ყოველწლიურმა ღონისძიებამ – TEDxIBEuropeanSchool “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, კურსდამთავრებულები და ინტელექტუალურ-გასართობი საღამო შესთავაზა მათ. სააზროვნო გამოსვლები, რომლებიც “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის (IB DP, AHS, ქართული პროგრამა) მოსწავლეებმა გააკეთეს თემაზე – “ ვიპოვოთ y- ის მნიშვნელობა“, უკავშირდებოდა განსხვავებულ საგნებს, დაწყებული ეკონომიკით და ზოოლოგიით დამთავრებული. ახალგაზრდა პოპულარულმა მუსიკოსებმა ლიზა კალანდაძემ და გიორგი გიგაშვილმა შესრულებული მუსიკალური კომპოზიციებით სხვა სიცოცხლე და მიმზიდველობა შესძინეს შემეცნებით ღონისძიებას.
იპოვეთ დრო და დაიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა, შეიცვალეთ წარმოდგენა ან უბრალოდ გაიგეთ მეტი TEDxIBEuropeanSchool-თან ერთად შემდეგ საკითხებზე:
- არის თუ არა ჩინური შესასწავლად რთული ენა?
- ქუჩის მხატვრობა ნამდვილი ხელოვნებაა თუ სიმახინჯე?
- შეუძლია თუ არა ნებისმიერ ადამიანს გახდეს კრეატიული?
- რა ვქნათ, როცა მომავალი პროფესიის არჩევა და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ჯერ კიდევ გამოუცდელებს?
- როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ მოსახლეობის ენერგორესურსებით მომარაგება გარემოსა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე?
- როგორ გამოვიყენოთ ეკონომიკის ექსპონენციალური ზრდის პოტენციალი COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის პირობებში?
- აქვთ თუ არა მობილურ ტელეფონებს არახელსაყრელი ზეგავლენა პირისპირ კომუნიკაციაზე?
- შეიძლება თუ არა აიკრძალოს გასართობი წარმოდგენები ცხოველთა მონაწილეობით?
- არის თუ არა ძილის ნაკლებობა მოზარდებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა?
- როგორ უნდა გაუმკლავდეს ხელოვანი შფოთვას?