თორნიკე ყუბანეიშვილი
TEDx Speaker
SAT Math – 800
IELTS – 8.0
როგორია “ევროპული სკოლის” გარემო?
“ევროპული სკოლა” გლობალური კემპუსების კარგი მოდელია. სკოლაში 35-ზე მეტი ეროვნების მოსწავლეა. ამიტომ, როდესაც უნივერსიტეტები კულტურულ მრავალფეროვნებაზე გვეკითხებიან, ჩვენთვის, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის, ეს უცხო არაა.
კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, არის ფოკუსი ტექნოლოგიებსა და ინოვაციაზე. გვაქვს FabLab, სადაც არის Laser Cutter, 3D Printer-ები, CNC Milling, Industrial Robot-ები. ჩვენ კი შევაჩვიეთ ყური, მაგრამ ბევრ უნივერსიტეტსაც კი, მათ შორის საზღვარგარეთ, არ აქვს ასეთი პირობები მომავალი ანტრეპრენერებისთვის.
სკოლაში ყოველწლიურად ტარდება TEDx ივენთები; წელს მეც ვიყავი სპიკერი. ესეც ქმნის საერთაშორისო გარემოს – საჯარო გამოსვლის ხელოვნებას ვავითარებთ, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და ლიდერობასაც ვსწავლობთ.
რა შეუძლია მოსწავლეს მიიღოს “ევროპული სკოლისგან”?
“ევროპული სკოლის” გარემო გვთავაზობს ინტელექტუალურ გამოწვევებს, მრავალფეროვან აქტივობებსა და სწრაფ აკადემიურ პროგრესს. წლების განმავლობაში, ვესწრებოდით ინტერდისციპლინარულ გაკვეთილებს, რეგულარულად ვმასპინძლობდით წარმომადგენლებს ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან, ვმონაწილეობდით სასკოლო და საერთაშორისო ტურნირებში სხვადასხვა საგანში, ვაწყობდით სტარტაპ ივენთებს, ვაორგანიზებდით სპორტულ შეჯიბრებებს. მოკლედ, თუ სასკოლო განათლებაში რამე შესაძლებლობა ან გამოწვევა გჭირდება, “ევროპულ სკოლაში“ ყველაფერია – უბრალოდ, მოტივაცია უნდა იპოვო და ეს შესაძლებლობები გამოიყენო.
რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებ სწავლას?
სწავლას გავაგრძელებ ბოკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე. მიმიღო ხუთი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტმა, ზოგ შემთხვევაში სოლიდური დაფინანსებაც მომცეს. ეროვნულ გამოცდებსაც ვაბარებ. პანდემიამ რეალობა გარკვეულწილად შეგვიცვალა და ჩვენც მოქნილები უნდა ვიყოთ. იმ უნივერსიტეტების შერჩევაში, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, მიზნებსა თუ კარიერულ გეგმებს, “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტო განათლების სამსახური გვეხმარება.