უკრაინის მხარდასაჭერად
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი, ომის ამ უმძიმეს რეალობაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. მათ მხარდასაჭერად მოსწავლეებმა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს: საკვები, ჰიგიენის საშუალებები, სამედიცინო ნაკრები და სხვა საჭირო ნივთები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და კომპანია “მეამას“ თანადგომით ეს ტვირთი მალე ჩავა უკრაინაში.
ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი!