ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “ევროპულ სკოლასა“და მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის
8 ივნისს “ევროპულ სკოლასა“ და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია სკოლისა და კოლეჯის მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთობლივი პროექტების განხორციელება, განათლების ხარისხისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის თანახმად, დაიგეგმება ერთობლივი პროექტები საერთაშორისო ფესტივალებზე, კონფერენციებსა და ფორუმებზე წარსადგენად, ჩატარდება მიზნობრივი ღონისძიებები, საჯარო ლექციები, სემინარები/ტრენინგები, მასტერკლასები და სხვა თემატური აქტივობები.