“ვებსტერის უნივერსიტეტის“ ვიზიტი

5 თებერვალს “ევროპულ სკოლას“ “ვებსტერის უნივერსიტეტის“ კანცლერი და მმართველი დირექტორი ვასილის ბოტოპულოსი და ვიცეკანცლერი სასწავლო დარგში სიუზი მიხაილიდისი ეწვივნენ სტუმრად.

სკოლის ადმნისისტრაციასა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა “ევროპული სკოლის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს “ვებსტერის უნივერსიტეტის“ ათენის კამპუსის შესახებ ინფორმაცია. გააცნეს უნივერსიტეტში არსებული აკადემიური შემოთავაზებები.

ვიზიტორებმა “ვებსტერის უნივერსიტეტიდან“ დაათვალიერეს “ევროპული სკოლა“ და მოინახულეს სხვადასხვა ლაბორატორიები.

Share on: