ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
სოციალური პასუხისმგებლობა “ევროპული სკოლისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სკოლა სხვადასხვა საშუალებას მიმართავს საზოგადოებაში დადებითი წვლილის შესატანად. ამჯერად საოკუპაციო ხაზთან მდებარე საზღვრისპირა სოფელ მერეთის საჯარო სკოლას ვესტუმრეთ და პროექტორი, დაფები და წიგნები გადავეცით საჩუქრად, რათა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს ადგილობრივი მოსწავლეებისთვის. “ევროპულმა სკოლამ“ პროექტორი სულ ცოტა ხნის წინ ქ.სენაკში მდებარე აფხაზეთის #7 საჯაროს სკოლასაც უსახსოვრა. აღნიშნული საქველმოქმედო აქციები მწერალ გიორგი კეკელიძის ხელშეწყობით ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ “ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განხორციელდა.