წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე
1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ ამ დღეს წიგნიერების წახალისების მიზნით. წელს, ისე როგორც არასდროს, იმ ვითარებაში, როცა ბავშვებს შეზღუდული აქვთ გარეთ ყოფნის შესაძლებლობა, წიგნების კითხვას მეტი ყურადღება ეთმობა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და წარმოსახვის, შემოქმედებითობის სტიმულირებას. “ევროპული სკოლის“ წიგნიერემა მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში ერთმანეთს ურჩიეს და გაუზიარეს მათთვის საყვარელი წიგნები.
წიგნის დღის აღსანიშნავად “ევროპულმა სკოლას“ სამივე პროგრამის მოსწავლეებს გაუზიარა ქართულ და ინგლისურ ენებზე აუდიოწიგნები.