წინასაარჩევნო დებატები
5 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ოთხივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.
პროგრამების რამდენიმეწუთიანი წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა უპასუხეს თითოეულ შეკითხვას და იმსჯელეს მათთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე; ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რა ცვლილების განხორციელებას ისურვებდნენ სკოლაში.
არჩევნები 8 ნოემბერს 10 საათზე გაიმართება, სადაც მე-6-12 კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.