წიგნის კვირეული
1-5 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ წიგნის კვირეული გამოცხადდა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო. კვირის განმავლობაში სკოლაში მოეწყო “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის,“ “პროსპეროს წიგნების,“ “წიგნები ვაკეში“ და სხვ გამომცემლობებისა და წიგნის მაღაზიების გამოფენა-გაყიდვები და უახლესი წიგნების პრეზენტაციები.
“ეკოსკოპის“ წარმომადგენელმა გიორგი ბუჯიაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული ლექცია “როგორ წავიკითხოთ სამყარო, როგორც წიგნი.“ ლექციის დასასრულს სკოლის ორანჟერეაში დათესეს სოჭის ნერგები მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, რომელიც წიგნის დაბეჭდვას სჭირდება.
გამომცემლობები შეხვდნენ პედაგოგებს და გააცნეს ახალი გამოცემები.
ყველაზე შთამბეჭდავი ბრაილის შრიფტის შესახებ გამართული ლექცია აღმოჩნდა, რომელიც “შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზმა ჩაატარა. იგი უსინათლოა და თავად აჩვენებდა მოსწავლეებს თუ როგორ უნდა წაიკითხო ბრაილის შრიფტით.
ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნები კი მოსწავლეებმა აღადგინეს და განაახლეს.