ევროპარლამენტის სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში “ევროპარლამენტში“, “ევროკომისიაში“ და სხავდსხვა ევროპულ ინსტიტუციებში დაჯილდოვდნენ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატებით.
ასევე “ევროპულმა სკოლამ“ ევროპარლამენტიდან ვიზიტის ფარგლებში, მემორანდუმის გაფორმების შემდგომ მიიღო აღიარების წერილი, რაც გულისხმობს სრულ მხარდაჭერას “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების კულტურულ-საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობისთვის.
მოსწვალეებმა ქართველი აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს ის პრეზენტაციები, რომლებიც ბრიუსელში ვიზიტის დროს განიხილეს. მათ მიერ შერჩეული თემები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალში!

Share on: