საახალწლო საჩუქრები იაშვილის კლინიკისათვის

სანამ არდადაგები დაიწყებოდა, ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა PYP-ს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციისთვის გააკეთეს შემოწირულობა.
ჩვენ მოვამზადეთ საჩუქრების შეკვრა ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და ტანსაცმელებით. ყველა ამ საჩუქრით, მივედით იაშვილის ბავშვთა კლინიკაში და გადავეცით ისინი ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს.
ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ და დიდი მადლობა გადაუხადეს ევროპული სკოლის მოსწავლეებს.
ერთად ჩვენ ვქმნით ჩვენს სიხარულით და სიყვარულით სავსე მომავალს!

Share on: