საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის ჩვენება

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სპექტაკლის “ადგილი ორისათვის“ ჩვენება გაიმართა. MYP პროგრამის მოსწავლეებმა დრამის პედაგოგის ხელმძღვანელობით რამდენჯერმე გამართეს სპექტაკლის ჩვენება, მათ შორის ბაქოშიც ჰქონდათ პრემიერა.
სკოლაში გამოიფინა “ახალგაზრდული სახლის“ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა: ყვავილების, ქართული ორნამენტით გაფორმებული ბალიშების, ჩანთების და სხვ.
ნამუშევრების საფასურის გარდა სპექტაკლის ბილეთების გაყიდული თანხის 70% “ახალგაზრდულ სახლს“ ჩაერიცხება.

Share on: