Dasaran სტუმრად ევროპულ სკოლაში

ჩვენს სკოლას პატივი ჰქონდა ემასპინძლა საერთაშორისო კომპანია Dasaran-ის წარმომადგენლებისათვის. Dasaran Software-as-a-Service (SaaS) ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებულია სომხეთში და უკვე 9 წელია, ქმნის პროდუქტებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად.
Dasaran-ის წარმომადგენლებმა ევროპული სკოლის ხელმძღვანელობას გააცნეს მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები და მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სკოლის მიმდინარე ტექნიკური მოთხოვნების შესახებ.
დასასრულს, სტუმრებს სკოლის ტურისას მეგზურობა ჩვენმა მოსწავლეებმა გაუწიეს და გააცნეს ევროპული სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი სამრეწველო ინოვაციების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია FabLab.

Share on: