"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

“ევროპული სკოლაში” გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით “შუშაბანდის ამბები”.
თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” და ა. ჩეხოვის “ალუბლის ბაღის” თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

Share on: