STEM

რა არის STEM Education?

STEM Education არის კურიკულუმზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლის სწავლისა და განვითარებისათვის, რომელიც აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებს. ინტერდისციპლინარული დარგები, როგორიცაა ასტროფიზიკა, ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგია, ნეირობიოლოგია და მრავალი სხვა დაფუძნებულია STEM ცოდნასა და უნარებზე.

სწავლების პროცესში რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა მეცნიერული ცოდნის და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, საინტერესო, სახალისო და ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. STEM სწავლების (STEM Education) საშუალებით, მოსწავლეს უვითარდება XXI საუკუნის უნარები:

  • პრობლემების გადაჭრის უნარები (problem solving)
  • შემოქმედებითობა (creativity)
  • კრიტიკული აზროვნება (critical analysis)
  • გუნდურობა (teamwork)
  • დამოუკიდებელი აზროვნების უნარი (independent thinking)
  • ლიდერობა (initiative)
  • კომუნიკაციის უნარი (communication)
  • ციფრული წიგნიერება (digital literacy).

რატომ არის STEM Education მნიშვნელოვანი?

XXI საუკუნეში გლობალური ეკონომიკა უსწრაფესად იცვლება. ტექნოლოგიური მიღწევების გამო იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სამუშაო ბაზარზე დამსაქმებელთა მოთხოვნა STEM კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მიმართ საკმაოდ მაღალია და ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდი მრეწველობის დარგების სამუშაოების 75% სწორედ STEM უნარ-ჩვევების ქონას მოითხოვს დასაქმებულისგან.

სწორედ STEM განათლება უზრუნველყოფს ტექნოლოგიური დისციპლინების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას, პრობლემის გადაჭრის კრეატიული და ინოვაციური მიდგომების უნარების განვითარებას, მოსწავლეთა მომზადებას ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად სამყაროში სიახლეების და ცვლილებების გაანალიზებისთვის და კავშირის აღქმას სასწავლო პროცესსა და მომავალ კარიერას შორის.