ანიმაციის დღე ევროპულ სკოლაში

29 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო – ჩვენი ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “ანიმაციის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს.
საყვარელი ანიმაციებისა და ზღაპრების გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა პატარებმა სკოლის შიდა ეზოში წითელ ხალიჩაზე პოდიუმი და მხიარული ფლეშმობი მოაწყვეს.
ამის შემდეგ, ბავშვებმა უყურეს თოჯინების თეატრის სპექტაკლს და წარმოდგენის ბოლოს მთავარ გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Share on: