მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი

მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, “ევროპულ სკოლაში“ ფუნქციონირებს მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი.

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნა იმ მიზნით, რომ ყველა მოსწავლეს შევუქმნათ თანაბარი გარემო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და წარმატების მისაღწევად.

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი მოწოდებულია, მოზარდებმა შეიძინონ სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რათა  შეძლონ სწავლა, მუშაობა ნებისმიერ საზოგადოებაში.

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრში ერთიანდება:

სწავლის ხელშეწყობის პროგრამა;

ინგლისური ენის გაუმჯობესების პროგრამა;

დრამის ინგლისურენოვანი პროგრამა;

საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი;

საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი;

ფსიქოლოგიური სამსახური;

ლოგოპედიური სამსახური;

სამედიცინო სამსახური;

ევროპული სკოლის ტელევიზია ESTV.

სწავლის ხელშეწყობის პროგრამა – Learning support programme

“ევროპულ სკოლაში“ ფუნქციონირებს დამატებითი მეცადინეობების სისტემა, რომელიც სწავლის ხელშეწყობის საშუალებაა.

საგნის მასწავლებელი და მოსწავლე, მშობელთან შეთანხმებით, ავსებენ მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის მიერ შექმნილ ფორმებს, რათა დადგინდეს, ვის რომელ საგანში სჭირდება დახმარება მოცემულ ეტაპზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდება დამატებითი მეცადინეობების გრაფიკი სხვადასხვა საგანში, ცალკეული მოსწავლეებისა თუ მთელი კლასებისთვის.

დამატებით მეცადინეობებს მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი, პროგრამის კოორდინატორებთან თანამშრომლობით.

მონიტორინგის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელი და პროგრამის კოორდინატორი ესწრებიან დამატებით მეცადინეობებს; ასევე პედაგოგები უგზავნიან ყოველთვიურსა და სემესტრულ ანგარიშს ცენტრის ხელმძღვანელს.

ინგლისური ენის გაუმჯობესების პროგრამა English Language Learners (ELL)

(ELL) – შემუშავებულია ძირითადად საერთაშორისო პროგრამის მოსწავლეებისთვის,რომელთაც ინგლისური ენის მწირი ცოდნა გააჩნიათ და სირთულეები ექმნებათ სხვა საგნების სწავლაშიც.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ დამატებითი მეცადინეობები კითხვის, ზეპირმეტყველების, წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარების გასაუმჯობესებლად, რათა შეძლონ თავიანთი საფეხურის შესაბამისი პროგრამის წარმატებით დაძლევა.

ELL პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში, სკოლის საათებში ადაპტირებული გაკვეთილების სახით.

დრამის ინგლისურენოვანი პროგრამა

თეატრალური ხელოვნების დაუფლება, სხეულის ენის გამოყენება, დრამატული ნაწარმოების გაცნობა ხელს უწყობს არა მარტო ენის სწავლის პროცესს, არამედ  მოსწავლის სხვადასხვა უნარების გამოვლენის საშუალებაა.

მრჩეველი ავტორიზაციისა და
გამოცდების საკითხებში

ნანა ივანიძე
nivanidze@europeanschool.ge
მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის მენეჯერი
მარინა მელიქიძე
m.melikidze@europeanschool.ge