PYP ასამბლეა

18 თებერვალს ”ევროპულ სკოლაში” გაიმართა PYP ასამბლეა, რომელსაც, ძირითადად, მოსწავლეთა სათათბიროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათ დამსწრეთ გააცნეს PYP პროგრამის ჰოლში არსებული ”საერთაშორისო ხის”დანიშნულება, რაც მდგომარეობს სკოლის საზოგადოების სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლების ერთიანობის სიმბოლიზირებაში. მე-5 კლასის მოსწავლეებმა მომავალი პროექტების გამოფენის დეტალებზე, მიზნებსა და ამოცანებზეც ისაუბრეს.
ასამბლეის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ სიმღერის შესრულება ჟესტების ენაზე, რომელიც მიმდინარე თემის-”როგორ გამოვხატავ საკუთარ თავს?” ფარგლებში ისწავლეს.
მოგვიანებით მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღის შესახებ, რომელსაც 21 თებერვალს იზეიმებენ.
ასამბლეის დასასრულს ხელოვნების მასწავლებელმა CITYART მსოფლიო ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა გააცნო მოსწავლეებს და წაახალისა ისინი, ჩაბმულიყვნენ აღნიშნულ კონკურსში.

Share on: