სკოლაში დაბრუნების აღსანიშნავი შეხვედრა

სამშაბათს, 17 სექტემბერს MYP პროგრამის თანამშრომლები და მშობლები შეიკრიბნენ სკოლაში დაბრუნების აღსანიშნავ საღამოზე, სადაც გაეცნენ MYP პროგრამის ხელმძღვანელის ხედვასა და MYP კოორდინატორის საგანმანათლებლო ფილოსოფიას.
სხვასახვა საგნის მასწავლებლებმა ნაყოფიერად იმუშავეს, რათა მშობლებისთვის წარედგინათ საგნის სპეციფიკა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია კურიკულუმის შესახებ, შეფასებული ნაშრომები. მადლობას ვუხდით MYP პროგრამის თანამშრომლებსა და მშობლებს ამ შეხვედრის მხარდაჭერისთვის. მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშრომლობა არის გასაღები მაღალი ხარისხის განათლებისა, სადაც წინა პლანზეა წამოწეული სწავლაში საუკეთესო შედეგის მიღწევა.

Share on: