ლიდერობის აკადემია “საბადო“ აპრილის პროგრამებზე მიღებას აცხადებს!

ლიდერობის აკადემია “საბადო“ ევროპული სკოლის, მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწაავლეებისთვის აცხადებს მიღებას აპრილის პროგრამებზე. 11-13 და 25-27 აპრილს “საბადო“ წინანდლის კამპუს “შატო მოსმიერში“ ლიდერობის აკადემიის პირველ პროგრამებს უმასპინძლებს.

მსოფლიოს წამყვანმა საგანმანათლებლო გამოცემა K12Digest -მა მთავარ ამბად კატეგორიაში “2025 წლის განათლების ლიდერი მომავლის ხედვით“ “ევროპული სკოლის“ დირექტორის, სოფიო ბაზაძის წარმატების ისტორია დაასახელა.

K12Digest არის მსოფლიოში განთქმული პლატფორმა სასკოლო განათლების კუთხით, რომელიც აშუქებს განათლების ლიდერთა საქმიანობას და საზოგადოებას მოუთხრობს გლობალურ განათლებაზე მათი ზეგავლენის შესახებ.

ჰარვარდის კონგრესის მოდელირების “ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა პროგრამა“ “ევროპულ სკოლაში“

ჰარვარდის კონგრესის მოდელირების “ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა პროგრამა“, რომელსაც “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა - უნიკალური გამოცდილება მოსწავლეებისთვის! სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში 40 ნიჭიერ მოსწავლეს ჰქონდა პრივილეგია ჰარვარდის სტუდენტების მენტორობით ჩაბმულიყვნენ კომუნიკაციის, ორატორობის, ლიდერობის, მოლაპარაკებების წარმოების ვორქშოფებში და შეძენილი უნარები გლობალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების მოსაფიქრებლად გამოეყენებინათ.

გასტრონომიული ფესტივალი

“ევროპულ სკოლაში“ სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გასტრონომიული ფესტივალი მოეწყო, სადაც მშობლებმა 17 ქვეყანის განსხვავებული სამზარეულო წარადგინეს. ფესტივალის მულტიკულტურული გარემო კიდევ უფრო გაამდიდრა ქვეყნების სიმბოლოებმა, თემატურმა სუვენირებმა და ტრადიციულმა სამოსმა.

კლუბების გამოფენა “ევროპულ სკოლაში“

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის  კლუბების წარდგენა შთამბეჭდავ და მრავალფეროვან  გამოფენაზე მოეწყო. რობოტების შოუზე დასწრებით, ზუმბას მასტერკლასში ჩართვით თუ კლუბების სტენდების გაცნობით, ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა დამთვალიერებელი. 

იელის უნივერსიტეტის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

23 სექტემბერს “ევროპული სკოლის” საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურმა (UCCO) უმასპინძლა ჰანა მენდლოვიცს იელის უნივერსიტეტის საბაკალავრო ჩარიცხვების სამსახურიდან. ჩვენი მოსწავლეებისთვის ჰანასთან შეხვედრა იყო შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია იელის ჰოლისტური მიღების პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დინამიური სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

6 ივლისს “ევროპული სკოლა“ ამერიკის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ პიკნიკს დაესწრო. ღონისძიებაზე ამერიკული ტრადიციები გაცოცხლდა, წარმოდგენილი იყო პოპულარული ამერიკული კერძები და მუსიკა.

ბოლო ზარი - 2024

დღეს “ევროპულ სკოლაში“ XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს ბოლო გაკვეთილი მოსწავლეებს, მოეწყო ფოტოსესია, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთება. “ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი გამორჩეული ტრადიციაა - ხის დარგვა, სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, მათი ნაბიჯები კი შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის.

ევროპის დღე

“ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღე აღინიშნა კონფერენციით "ახალგაზრდობა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, სადაც ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე.

THE Counsellor Awards 2024

“ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი გიორგი სიჭინავა უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალური კონკურსის გამარჯვებულია ნომინაციაში “წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“.

თვითმმართველობის დღე და კონკურსი ,,ნიჭიერი“

26 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება.

დედამიწის დღე

ერთი საათი ელექტროენერგიის გარეშე, დედამიწისადმი მიძღვნილი გაკვეთილები, ასამბლეები, კონფერენციები, ეკოფესტივალი, მოწვეული მწვანე კომპანიები, შეკეთებული, მეორადი სამოსი, ეკომეგობრული მოდის ჩვენება, ყველაზე მწვანე კლასისა და ყველაზე მწვანე ოფისის დაჯილდოება - ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა გახდეს უკეთესი, უფრო სუფთა და ჯანსაღი.