მშობელთა სათათბირო

“ევროპული სკოლის” დირექციის ინიციატივით, სკოლაში შექმნილია მშობელთა სათათბირო,

რომლის მიზანია სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის განვითარების გეგმის შემუშავებაში.

გასული სასწავლო წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის მშობლის მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში. ეს კი კლასიდან არჩეული დელეგატების – მშობელთა სათათბიროს წევრების – საშუალებით ხორციელდება.

პატივცემულო მშობლებო!

გთხოვთ, აქტიურად ითანამშრომლოთ სკოლასთან, მოგვაწოდოთ თქვენი კონკრეტული წინადადებები, სურვილები და შენიშვნები.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!