ანიმაციის დღე “ევროპულ სკოლაში“

26 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“  დაწყებითი კლასების მოსწავლეები,  ანიმაციის  დღესთან დაკავშირებით,  თავიანთი საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში გამოცხადდნენ. მათ  სტუმრად ეწვივნენ ხელოვნების სასახლის თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვებს  მარტივი ანიმაციები შეაქმნევინეს. მოსწავლეები შეთავაზებულ აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

დღის მეორე ნახევარში “London Avenue” – ზე “ზღაპრის გმირების“ პოდიუმი გაიმართა, სადაც  მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე ზღაპრის გმირების ფორმებით წარსდგნენ.

ანიმაციის დღემ “ევროპულ სკოლაში“ მხიარული განწყობა შემოიტანა და  დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს.

Share on: