არჩევნები 2015
23 ოქტომბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ: მარიამ გობიანიძე (XI DP), გიორგი მაჭარაშვილი (Xბ) და ეკატერინე ბაქრაძე (XI AHS).
შედეგების მიხედვით თანაბარი ქულები დააგროვეს: მარიამ გობიანიძემ და ეკატერინე ბაქრაძემ. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწავლო წელს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თანათავმჯდომარეებად გამოცხადდნენ: მარიამ გობიანიძე და ეკატერინე ბაქრაძე.
“ევროპული სკოლა“ ულოცავს მათ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!
გამჭვირვალე და წარმატებული არჩევნები “ევროპული სკოლის“ კიდევ ერთი გამარჯვებაა!