ახალი ამბები
დედაენის დღე “ევროპულ სკოლაში“
17 Apr 2026დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წარმატება კარტინგის ჩემპიონატში
17 Apr 2026“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ანზორ ბიძინაშვილმა და ლუკა თაქთაქიშვილმა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს პროექტში “გახდი მრბოლელი“.
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდს გამოცდილება გაუზიარა
09 Apr 20268 აპრილს, “ევროპული სკოლას“ ესტუმრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდის მოთამაშეებს საკალათბურთო მასტერკლასი ჩაუტარა და გამოცდილება გაუზიარა.
“სპორტი პირველ რესპუბლიკაში“ - გიორგი დარჯანიას ლექცია ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის
09 Apr 20268 აპრილს, “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტული ჟურნალისტი გიორგი დარჯანია ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს მისი ავტორობით გამოცემული წიგნიდან - “სპორტი პირველ რესპუბლიკაში“, საინტერესო ამბები გაუზიარა. წიგნში განხილულია 1918-1921 წლების განმავლობაში, სპორტის განვითარების დინამიკა და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რომელიც კარგად გადმოსცემს იმ დროს საქართველოში არსებულ ვითარებას როგორც პოლიტიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით.
სწრაფი ანგარიშის მარათონი – მათემატიკური უნარების განვითარება თამაშით
27 Mar 2026“ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა “სწრაფი ანგარიშის მარათონი“, რომლის მიზანი იყო მათემატიკური აზროვნების გააქტიურება, ანგარიშის სისწრაფისა და სიზუსტის გაუმჯობესება, ასევე რიცხვებთან ოპერირების უნარის განვითარება თამაშისა და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით.
პერსონალური გამოფენა
23 Mar 202620 მარტს “ევროპული სკოლის“ მოსწავლის, ანნა ვადაჭკორიას, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანნას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნახატები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
23 Mar 2026დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “ევროპულ სკოლაში“ განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა. სტუმრად იყო ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, საბა ბერიაშვილი.
ექსკურსია გოეთეს ინსტიტუტში
15 Mar 2026პროექტი “ წიგნის“ფარგლებში ევროპული ბაღის მოსამზადებელი ჯგუფი ეწვია გოეთეს ინსტიტუტს, მათი ახალი, საბავშვო ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. ჩვენი მასპინძელი იყო ჯგუფის ერთერთი მშობელი, რომელმაც ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემო შექმნა ბავშვებისთვის.
ფილმის ჩვენება -“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი”
14 Mar 202613 მარტს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი.” ჩვენებას ესწრებოდნენ ინტერდისციპლინურ პროექტებში ჩართული მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.