ახალი ამბები

“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ"

13 Nov 2024

ქართული პროგრამის მოსწავლეთა ინიციატივით “ევროპულ სკოლაში“ უკვე მეორედ ჩატარდა თამაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც მსგავსია პოპულარული თამაშისა “რა? სად? როდის?“და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

10 Nov 2024

კინგსის ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება საქართველოში მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენაში. აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა მიზნად ისახავას მოსწავლეთა აკადემიური განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ ოლიმპიადაში. დაწყებითი საფეხურის მოზარდებმა წელსაც მოიპოვეს წარმატება და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე

25 Oct 2024

24 ოქტომბერს, ყოველწლიურად აღინისშნება  გაეროს გაერთიანებული ერების მსოფლიო დღე.  ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ სტუმრად მოვიწვიეთ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მელაძე, რომელმაც ქართული პროგრამის 9-12 კლასის მოსწაველებს ჩაუტარა ლექცია თემაზე “გლობალური დემოგრაფიული პროცესები (წარსული, აწმყო, მომავალი)”.  ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. 

საშაბათო სკოლა

23 Oct 2024

21 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას პოპულარულმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ საშაბათო სკოლა წარუდგინა. იგი არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა დამსწრეებს და სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილი, ცნობილი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის თემატური ვიდეო გაუზიარა.

გასტრონომიული ფესტივალი

17 Oct 2024

“ევროპულ სკოლაში“ სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გასტრონომიული ფესტივალი მოეწყო, სადაც მშობლებმა 17 ქვეყანის განსხვავებული სამზარეულო წარადგინეს. ფესტივალის მულტიკულტურული გარემო კიდევ უფრო გაამდიდრა ქვეყნების სიმბოლოებმა, თემატურმა სუვენირებმა და ტრადიციულმა სამოსმა.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

12 Oct 2024

ხელების დაბანის მსოფლიო დღეს “ევროპულ სკოლაში“, ჰიგიენის დაცვის არსის გასაცნობიერებლად, მოზარდებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები დაიგეგმა. სკოლის ექიმები ბავშვებს ესაუბრნენ თითქოსდა უმარტივესი ქმედების, საპნით ხელების დაბანის მნიშვნელობაზე. ამ ღონისძიებას სახალისო მომენტებიც ახლდა. საღებავების გამოყენებით ხელების დაბანის წესების გაცნობა სასიამოვნო და დაუვიწყარ პროცესად იქცა.

კლუბების გამოფენა “ევროპულ სკოლაში“

27 Sep 2024

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის  კლუბების წარდგენა შთამბეჭდავ და მრავალფეროვან  გამოფენაზე მოეწყო. რობოტების შოუზე დასწრებით, ზუმბას მასტერკლასში ჩართვით თუ კლუბების სტენდების გაცნობით, ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა დამთვალიერებელი. 

იელის უნივერსიტეტის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

24 Sep 2024

23 სექტემბერს “ევროპული სკოლის” საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურმა (UCCO) უმასპინძლა ჰანა მენდლოვიცს იელის უნივერსიტეტის საბაკალავრო ჩარიცხვების სამსახურიდან. ჩვენი მოსწავლეებისთვის ჰანასთან შეხვედრა იყო შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია იელის ჰოლისტური მიღების პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დინამიური სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

09 Jul 2024

6 ივლისს “ევროპული სკოლა“ ამერიკის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ პიკნიკს დაესწრო. ღონისძიებაზე ამერიკული ტრადიციები გაცოცხლდა, წარმოდგენილი იყო პოპულარული ამერიკული კერძები და მუსიკა.