ახალი ამბები

მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება

17 Feb 2026

ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.

Smile School Georgia — ვიზიტი ევროპულ ბაღში

17 Jan 2026

ევროპულ ბაღში გვესტუმრნენ ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებმაც ჩვენს პატარებს გაუზიარეს ცოდნა ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების შესახებ.

შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან

11 Dec 2025

10 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.

პერსონალური გამოფენა

11 Dec 2025

8 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ქართული პროგრამის პირველი კლასის მოსწავლის ანიტა თარგამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განამვლობაში შექმნილი ნახატები: პეიზაჟები, ნატურმოპრტები და სხვ. ღონისძიება გახსნეს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღავნელმა და ხელოვნების პედაგოგმა. ანიტას ნამუშევრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მისი მეგობრები და თანაკლასელები.

ჩვენი პირველი ექსკურსია

27 Nov 2025

ნოემბერში ჩვენი ბაღის პატარები პირველად წავიდნენ შემოდგომის ექსკურსიაზე. ბავშვები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ფერადფერად ფოთლებს, უსმენდნენ ქარის ფუსფუსს და სიხარულით დარბოდნენ ბუნებაში.

ანიმაციის საერთაშორისო დღე

04 Nov 2025

31 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო – ჩვენი…

ხელების დაბანის დღე!

16 Oct 2025

ამ დღეს ჩვენს პატარებთან ერთად კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ხელების სისუფთავის მნიშვნელობაზე! თუ რატომ არის რეგულარული ხელების დაბანა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, ვისწავლეთ “მავნე“ ბაქტერიების შესახებ, გავიხსენეთ როგორ დავიბანოთ ხელები სწორად, გავაკეთეთ ფერადი პოსტერები და ასევე მოვამზადეთ ხელის ფორმის ნამცხვრები! დიდი მადლობა ჩვენს პატარა სუპერგმირებს!

ანზორ ბიძინაშვილის წარმატება ავტოსპორტში

16 Oct 2025

ქართული პროგრამის მოსწავლე ანზორ ბიძინაშვილი ავტოსპორტის საქართველოს ჩემპიონატზე უკვე ორი წელია წარმატებით ასპარეზობს “ჰონდა სივიკითა“ და “ჰონდა ინტეგრით“.

კლუბების გამოფენა

24 Sep 2025

“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის! მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.