ახალი ამბები

14 Jan 2015

პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!ახალი წლის შემობრძანებას გილოცავთ!ბედნიერების, სიხარულის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თითოეული თქვენგანისათვის.მშვიდობა და წინსვლა გვეზეიმოს ჩვენს ქვეყანაში!ახალ წელს ახალი იმედები, უკეთესი დღეების რწმენა მოაქვს. ჩვენც გვჯერა, რომ ერთმანეთის თანადგომით - ჩვენი ძალისხმევითა და თქვენი მხარდაჭერით მივაღწევთ სასურველ მიზანს, რომლისკენაც ერთად მივისწრაფვით.შობის მადლი გფარავდეთ და სიყვარული გაძლიერებდეთ!თქვენი ნანა მოსიძე

მილოცვა!

29 Dec 2014

მილოცვა!ევროპული სკოლის დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრის შედეგების  მიხედვით დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ სკოლის შემდეგ მოსწავლეებს: 1. ნიკოლოზ ელბაქიძე - XII კლასი;2. მარიამ ტაბატაძე - XII კლასი;3. ანა კურტანიძე  - XI კლასი;4. მარიამ გობიანიძე - X კლასი;5. ანა ფანჯაკიძე - X კლასი;6. სალომე ჯოხაძე - X კლასი;7. გიორგი მაჭარაშვილი - IX კლასი;8. ნუცა მარგიშვილი - IX კლასი;9. გიორგი ლელუაშვილი - IX კლასი;10. ელენე ცხადაძე - IX კლასი;11. ხატია კილაძე - VIII კლასი;12. გიორგი წიკლაური - VIII კლასი;13. ზურა ქევანიშვილი - VII კლასი;14. თამარ ღაძაძე - VII კლასი;15. ნინო შიოლაშვილი - VII კლასი;16. ლუკა კინტრაია - VII კლასი;17. ირაკლი ბეჟუაშვილი - VII კლასი;18. ნიკა კორძაძე - VII კლასი;19. კონსტანტინე ქავთარაძე - VII კლასი;20. ირინა წერეთელი - VII კლასი.

ყურადღება!

24 Dec 2014

"ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნებისნამუშევართა გამოფენა-კონკურსის შედეგები  2014 წლის დეკემბერში "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-კონკურსი დევიზით - "მოდის ახალი წელი“.  სკოლის დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ბრძანებით შეიქმნა საორგანიზაციო კომისია და სპეციალური ჟიური ქ-ნ თამარ ჯაყელის თავმჯდომარეობით. კონკურსზე 50-მდე მოსწავლემ დაახლოებით 80 ნამუშევარი წარადგინა.  ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 6 გამარჯვებული, ესენი არიან: მარიამ ბერძნიშვილი (AHS  IXკლასი);ანა ბრეგვაძე (V გ კლასი);ნიკოლოზ გიგიბერია (PYP  IVკლასი);გერმან გოგლიჩიძე (PYP  IVკლასი);მარიამ დევაძე (V გ კლასი);თათული ლორია (PYP  I კლასი).   გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებმა დაამშვენა ახალი წლის მისალოცი ბარათები.  "ევროპული სკოლის“ დირექცია ულოცავს გამარჯვებულებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ!

ES NEWS - 2014 წლის 22 დეკემბრის გამოშვება

22 Dec 2014

გადაცემას უძღვება 4ბ კლასის მოსწავლე ანასტასია ცქვიტინიძეგადაცემის თემებია:• სახელოვნებო, სპორტული და სამეცნიერო წრეების კვირეული;• თემატური გაკვეთილი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში;• "ევროპული სკოლის" მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია;• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრად "ევროპულ სკოლაში";• ინგლისური ენის კათედრის მომზადებული ფილმის პრეზენტაცია;

ყურადღება!

22 Dec 2014

ჭადრაკის კლუბის საახალწლო ტურნირის  შედეგები  2014 წლის 19.XI-19.XII "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბმა ჩაატარა მოსწავლეთა წინასაახალწლო ტურნირი  4 ჯგუფში. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

ყურადღება!

18 Dec 2014

2014 წლის 19 დეკემბერს, 14 სთ.30წთ-ზე "ევროპული სკოლის“  სააქტო დარბაზში გაიმართება სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების შემაჯამებელი პრეზენტაცია.გთხოვთ,მობრძანდეთ!

ყურადღება!

18 Dec 2014

2014 წლის 19 დეკემბერს 13სთ.30წთ.-დან "ევროპული სკოლის“ II კორპუსში I და II სართულზე მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა.გთხოვთ, გვეწვიოთ!

ES NEWS - 2014 წლის 15 დეკემბრის გამოშვება

15 Dec 2014

გადაცემას უძღვება 7ბ კლასის მოსწავლე ნინო შიოლაშვილიგადაცემის თემებია:• "ევროპული სკოლის" პრველობა ინტელექტუალურ კონკურსში - "რა? სად? როდის?";• გამოფენა თემაზე - "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში";• ამხანაგური მატჩი კალათბურთში მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომბლებს შორის;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრა ინტერნეტ ბლოგის, "პატარა ჟირაფის" ავტორი;• სატელევიზიო კონკურსის "ჩემი კლასის პრეზენტაციას" დაჯილდოვების ღონისძიება;