ახალი ამბები

ევროპულ სკოლაში ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

13 May 2014

სამშაბათს, 13 მაისს, ევროპულ სკოლაში იწყება ფეხბურთის ტურნირი. ტურნირი ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:I კატეგორია - IV-VI კლასები II კატეგორია - VII-IX კალსები III კატეგორია - X-XII კლასები ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური წესით

8 მაისი- ევროპულ სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის დღე

10 May 2014

ევროპული სკოლის მიზანია მოსწავლის/მოსწავლეების თანამედროვე სამყაროში ადაპტაცია და დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილების მიღება. სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან უთთიერთანამშრომლობით ევროპული სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სკოლის მართვაში. ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. ტრადიციულად ამ დღეს სკოლის სასწავლო პროცესს მართავენ მოსწავლეები. საქმიანი, შემოქმედებითი და საინტერესო აღმოჩნდა წლევანდელი თვითმმართველობა. სკოლის დირექტორი(მე-12 კლასის მოსწავლე სანდრო ვეკუა) და კოორდინატორები(ირაკლი კიკორია(მე-11კლ), მარიამ კურტანიძე(მე-12კლ.) უძღვებოდნენ, აკონტროლებდნენ სასწავლო პროცესს, დაესწრნენ გაკვეთილებს, მოიწონეს და შეაფასეს მასწავლებლების (ა.ბუცხრიკიძე(ქართული); ი.ბეჟუაშვილი, გ.მაჭარაშვილი (ისტორია); ნ. მარგიშვილი (რუსული); ლ.ჯიბუტი (ბიოლოგია) და სხვ....) მიერ შემოთავაზებული საინტერესო და კრეატიული დამოკიდებულება სწავლა-სწავლების, აქტივობების, დროის განაწილებისა და ახალი მასალის ინტერაქტიული გადაცემის შესახებ. შედეგიანი აღმოჩნდა ელენე ცხადაძისა(მე-8 კლ.) და სალომე ხვისტანის(მე-11კლ.) აქტივობა ტრენინგცენტრის - კლუბების მენეჯერისა და საზ.ურთიერთობათა მენეჯერის თანამდებობაზე. მათი ძალისხმევით ევროპულ სკოლაში სამი ახალი მოსწავლის მიღება/ჩარიცხვის განცხადება გაფორმდა.წარმატებით გაართვა თავი აპარატის ხელმძღვანელმა ნ.მამუჭაძემ(მე-11კლ.) სკოლის შინაგანაწესის მიხედვით მომზადებულ ახალი ბრძანებების პროექტს;სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელმა, ი.სამანიშვილმა(მე-11კლ.) და ფინანსურმა დირექტორმა ნ.ელბაქიძემ(მე-11კლ.) განიხილეს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ახალი პროექტები და გააფორმეს ხელშეკრულება ინვენტარის შეძენის შესახებ.წელს განსაკუთრებულად იმუშავა სკოლის სასადილოში მომსახურე პერსონალმა: ს.მახათაძე, თ.ანდღულაძე, ნ.ყანჩაველი, ნ.კობერიძე, ს.სამადაშვილი, ქ.ჟღენტი, ა.ციმაკურიძე. აღსანიშნავია, რომ ტ.ჩხენკელი(მე-9AP) გულმოდგინედ და შრომისმოყვარეობით ასრულებდა სართულის დამლაგებლის რუტინულ საქმიანობას და მისი გარჯით სკოლის ინტერიერი გამორჩეულად ბრწყინავდა.ექსტრემალური სიტუაციაც დაფიქსირდა.ყაბალახიანმა და ნაბდიანმა "უცნობებმა" სცადეს მე-11კლასის მოსწავლის, მშვენიერი ქ.ჟღენტის "მოტაცება", მაგრამ  "დაცვის ბიჭების" ოპერატიული ქმედების შედეგად "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ".გასათვალისწინებელია სკოლის დაცვის აპარატის მუშაობა.(დაცვის უფროსი-ნ.არაბიძე, მე-12კლ.) მათი ინიციატივით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა განიტვირთა და სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ორშაბათიდან სწორედ ამ სატრანსპორტო გადაადგილებას დანერგავს. 

ES NEWS - 2014 წლის 5 მაისის გამოშვება

08 May 2014

გადაცემის თემებია:• ინგლისური ენის კათედრის კვირეულის გახსნა• ინგლისური ენის ფესტივალის გახსნა• ღონისძიება - "მოგზაურობა ABC მატარებლით"• FLASHMOB• ღია გაკვეთილი - "ყველაფერი ყირამალა"• ღონისძიება - "ზღაპარიყო"• ღია გაკვეთილი - "ჩემი ოჯახი"• ღია გაკვეთილი - "დარია თუ ავდარია"• პრეზენტაცია - "ცნობილი ადამიანები"• დრამა ინგლისური ენის სწავლაში - "გოგონა და სამი დათვი" - "მებადური და ოქროს თევზი"• რაგბის პირველობის ფინალი ევროპულ სკოლაში• ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება• კითხვის სტრატეგიები• "ლექსიკური პარალელები ქართულ და ინგლისურ იდიომებსა და ანდაზებში"• ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასთან - "მეგობრობა ალფრედ დიურერის ნახატებში"• ვიქტორინა - გაუღიმე მეგობარს"• "ყვავილების თემა ჰერალდიკაში"• "დაინერებიდან ვენდიმდე"• შეხვედრა ინესა მერაბიშვილთან• ლექცია თემაზე - "ჯაზის სამყარო"• კვირეულის დახურვა. ლიტერატურული კონკურსი "ვარდი"• ევროპული სკოლის "რა? სად? როდის?" გუნდი საქართველოს პირველობაზე• ESTV-ს მენეჯერი ირაკლი ჯაოშვილი ტელეკომპანია "ერთსულოვნებში"• მე-4 კლასის მოსწავლე ნიტა ბაქრაძე ტელეკომპანია "იმედში"

საბუნებისმეტყველო კათედრის დღეები ევროპულ სკოლაში

02 May 2014

გიწვევთ 2014 წლის 5 – 13 მაისს ევროპულ სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის დღეებზე გთხოვთ, მობრძანდეთ!  

ევროპული სკოლა აღნიშნავს ევროპის დღეს

02 May 2014

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლა ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:• 5 მაისი, 13:00 საათი - ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე. დაესწრება ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IV კლასის მოსწავლეები.• 5 მაისი, 15:30 საათი - ვიქტორინა გზა ევროპისკენ“• 6 მაისი, 15:30 საათი - ევროპული ცეკვების კონცერტი. მონაწილეობენ მიიღებენ ევროპული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები

ყურადღება!

02 May 2014

7 მაისს, 15სთ.15წთ-ზე სააქტო დარბაზში გაიმართება ინტელექტალური შეჯიბრი "რა, სად, როდის?“. მონაწილეობას იღებენ VIII-XI კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე

02 May 2014

8 მაისს ევროპულ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღეა.

ES NEWS - 23 აპრილის გამოშვება

29 Apr 2014

გადაცემის თემებია:• ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული• თამაზ კვაჭანტირაძის "სასიტყვეთი"• აქცია "მე მიყვარს კითხვა"• "ბუნების ვაჟასეული ხედვის თავისებურებანი"• ერთი სიმღერის გაკვეთილი "ბავშვები ბავშვებს"• შეხვედრა პოეტ რატი ამაღლობელთან• ღია გაკვეთილი "ვაჟკაცობისას ამბობენ"• "ვკითხულობთ უფროსებთან ერთად". "PYP" მე-3 კლასის და მე-11 კლასის მოსწავლეები კითხულობენ "ტომ სოიერის თავგადასავალს"• პროექტი "ჩემი საყვარელი წიგნი"• "მოგზაურობა სიზმარეთში" ანუ შეხვედრა გაცოცხლებულ პერსონაჟებთან• პირველი კლასიკური გიმნაზია. სპექტაკლი "მედეა"• ამერიკელი სტუმრები "American High School-ში"

"გადავარჩინოთ დედამიწა“

29 Apr 2014

28 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარდა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - "გადავარჩინოთ დედამიწა“ , სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/Ecovision“–ის მიერ პროექტის SPARE ფარგლებში. გამოფენაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები: ანა ბზიკაძე (V PYP კლასი), ანა მანია (VII კლასი), ანა ჯაფარიძე (VIII კლასი).