ახალი ამბები

მილოცვა!

28 Dec 2012

24 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2012 წლის საუკეთესო ტრენერების დაჯილდოება. მსმენელების გამოკითხვისა და მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით , ისტორიის ტრენერებში საუკეთესოდ ცნეს ევროპული სკოლის ისტორიის პედაგოგი, ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე ზურაბ ჯამბურია. ვულოცავთ ბატონ ზურაბ ჯამბურიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას!

მოსწავლეთა სამეცნიერო პროექტი

26 Dec 2012

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. ჩვენი სკოლის მოსწავლეების პროექტმა "ახალგაზრდების თავისუფალი დროის განაწილების კვლევა მათემატიკურ–სტატისტიკური მეთოდებით" (მათემატიკის პედაგოგის, პეტრე ბაბილუას, ხელმძღვანელობით) მაღალი შეფასება დაიმსახურა და ის განხორციელდება ქ. თბილისის ვ. კომაროვის სახელობის №199 ფიზაკა-მათემატიკურ სკოლასთან და ქ. თბილისის №195 საჯარო სკოლასთან ერთად. ვულოცავთ ევროპული სკოლის მოსწავლეებსა და მათემატიკის მასწავლებელს, პეტრე ბაბილუას გამარჯვებას!

ევროპული სკოლის პედაგოგთა კიდევ ერთი წარმატება!

25 Dec 2012

ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგებმა ბატონმა  ავთანდილ გაგნიძემ და ბატონმა პეტრე ბაბილუამ მონაწილეობა მიიღეს IB სადიპლო პროგრამის მათემატიკის ჯგუფის გამომცდელთა შესარჩევ კონკურსში და ისინი აირჩიეს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლო პროგრამის საერთაშორისო  გამომცდელებად  (Cardiff, UK-კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) . ევროპული სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას!

მოსწავლეთა კონფერენცია

12 Dec 2012

12 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე  უცხოური ენების კათედრა (რუსული, ფრანგული, გერმანული) გიწვევთ მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციაზეენის საიდუმლო სამყარო

ევროპული სკოლის ქიმიის პედაგოგის, შორენა სამაკაშვილის წარმატება

11 Dec 2012

"ევროპული სკოლის" IB MYP ქიმიის პედაგოგი შორენა სამაკაშვილი მიწვეული იყო არგენტინაში, ბუენოს აირესში, მე-18 ლათინო-ამერიკულ სიმპოზიუმზე LACE 2012 -ზე. სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინოვაციური ანალიზური კვლევითი ნაშრომის საუკეთესო პრეზენტაციისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვეს.პრიზის სპონსორია სამეცნიერო ჟურნალი ანალიზური და ბიოსამედიცინო ქიმია. შორენას შეუძლია აირჩიოს და საჩუქრად მიიღოს ბეჭვდითი ორგანიზაციის - სპრინგერის -მიერ გამოცემული წიგნები 200 ევროს ფარგლებში.ვულოცავთ შორენას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას.

მშობელთა საყურადღებოდ!

11 Dec 2012

პარასკევს, 14 დეკემბერს სააქტო დარბაზში გაიმართება ევროპული სკოლის ცეკვის წრის ღია გაკვეთილები:I კლ. - 13.00-14.00 სთ.II კლ. და IVკლ.-15სთ.15წთ-16.00სთ.III კლ. - 15სთ.15წთ-16.00სთ.Vკლ. და IXკლ.-16.00სთ-16სთ.45წთ.გთხოვთ,მობრძანდეთ!

ყურადღება!

10 Dec 2012

პუშკინის სკოლა გიწვევთ სპექტაკლზე  "Потерянное время".21 დეკემბერი, 15 სთ. სააქტო დარბაზი.პედაგოგი  ნატა მიქელაძე.

Enter Georgian Title

04 Dec 2012

7 დეკემბერს , პარასკევს, 13:30 სთ. ჩატარდება IIIა კლასის შოუ  “ვიმხიარულოთ ინგლისურით!” მასწავლებლები: მზია ჭყონია, ეთო ბერიშვილი ინგლისური ენის კათედრა