ახალი ამბები

ვულოცავთ მაკო ასათიანს და ალექსანდრე სეკარას საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში გამარჯვებას!
24 May 2012ევროპული სკოლის MYP IX-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კანადის ქ. ონტარიოს ვატერლოოს უნივერსიტეტის მათემატიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25000 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენმა მოსწავლეებმა ალექსანდრე სეკარამ და მანანა ასათიანმა (IX-X კლ.) უმაღლესი შედეგები აჩვენეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვედრისთვის სანდრო ახვლედიანს, თეკლა თევდორაშვილსა და ნინო სიჭინავას გადაეცათ სერტიფიკატები.

კოლეჯთა საბჭოს აკრედიტაცია
20 May 2012გილოცავთ!ევროპულმა სკოლამ დააკმაყოფილა კოლეჯთა საბჭოს (აშშ) კომისიის მიერ დადგენილი AP-ის აკრედიტაციის კრიტერიუმები. მას მიენიჭა კოლეჯთა საბჭოს სკოლის კოდი 664020 და უფლება, რომ სტუდენტებს შევასწავლოთ AP-ის (Advanced Placement) კურსები.

ყურადღება!
18 May 2012ტარდება ღია გაკვეთილები ინგლისურ ენაში ( II - V კლასებში)ინგლისური ენის კათედრა

ევროპულ სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეების საყურადღებოდ!
17 May 20122012-2013 სასწავლო წელს ევროპულ სკოლაში სწავლის მსურველები სკოლაში ჩაირიცხებიან ინგლისურსა და მათემატიკაში ტესტირების შედეგად. გთავაზობთ მატემატიკის ტესტების ნიმუშებს სხვადასხვა კლასისთვის. V კლასიVI კლასიVII კლასიVIII კლასი IX კლასიX კლასიXI კლასი XII კლასი

ყურადღება!
16 May 2012ევროპულ სკოლაში ტარდება ღია გაკვეთილები.ცეკვა - 18 მაისი, 13:45 სთ. I-II კლასელებისთვის.ჩოგბურთი - 25 მაისი, 13:45 სთ. I-II კლასელებისთვის.

დიკენსის გმირთა სამყაროში
14 May 201218 მაისს, პარასკევს, 15 სთ-ზე, გეპატიჟებით ჩარლზ დიკენსის 200 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ლიტერატურული კითხვა - დიკენსის გმირთა სამყაროში. მხატვრული თარგმანი - დიკენის "საშობაო სიმღერა" (7ა, 7გ, 9ა, 9ბ კლასები) მასწავლებლები: ნ. ცანავა, ნ. ჟღენტი, რ. ბერიძეინგლისური ენის კათედრა

ევროპული სკოლა ევროკავშირის დღეების გამარჯვებულია!
11 May 2012ა.წ. 4-9 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ევროკავშირის საელჩოს, თსუ-სა და "ახალგაზრდული ხედვა საქართველოს“ ორგანიზებით კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე ევროპული სკოლის სახელით ასპარეზობდნენ: ნინი გაბუნია 11 (გუნდის კაპიტანი), ვატო ქათამაძე 11 DP, ანი ადუაშვილი 11 DP, მარიამ ჭელიძე 11 DP და ნატა მორჩილაძე 11 DP.

ბიოლოგიის კათედრის კონფერენცია
10 May 201211 მაისს, 15:00 საათზე, ევროპული სკოლის ბიოლოგიის კათედრა გიწვევთ კონფერენციაზე "გენური ინჟინერია და მისი მიღწევები" გთხოვთ, მობრძანდეთ!

ყურადღება!
09 May 201211 მაისს, პაასკევს, 1330 სთ-ზე. 5ბ, 5გ, 5დ კლასები გეპატიჟებათ სპექტაკლზე "პიტერ პენი" მასწვლებელი ეთო ბერიშვილიინგლისური ენის კათედრა