ახალი ამბები

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღე

06 Oct 2011

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღემ არანაკლები სიმძაფრით ჩაიარა. გუნდები გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდნენ.

IVა კლასის ვიქტორინა

06 Oct 2011

ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს IVა კლასი გიწვევთ ვიქტორინაზე - "საზაფხულო არდადეგები" ინგლისური ენის კათედრა

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

05 Oct 2011

დღეს ევროპულ სკოლაში სტარტი აიღო ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირმა უმცროსკლასელთა შორის, რომელშიც ევროპული სკოლის მოსწავლეების გარდა, კონკურსგარეშე, საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ორი გუნდიც მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე მონაწილე გუნდებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, ივიკოს ოჯახის წევრებმა, ქალაქ თბილისის სპორტის სამსახურის უფროსმა მერაბ ჩიქობავამ და ივიკოს პირველმა მასწავლებელმა ანა კალანდაძემ. აღინიშნა, რომ ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, ხოლო თბილისის მერია დააწესებს ივიკოს ხსოვნის სპეციალურ, გარდამავალ თასს.

საფეხბურთო ტურნირი უმცროსკლასელთა შორის

05 Oct 2011

ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში იწყება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი უმცროსკლასელთა შორის.ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობს საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ორი გუნდი.

ევროპულ სკოლაში ახალი მოსწავლეების მშობელთათვის სემინარი გაიმართა

04 Oct 2011

შაბათს, პირველ ოქტომბერს ევროპული სკოლის ახალი მოსწავლების მშობელთათვის მოეწყო სემინარი - ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში.

ES News 3 ოქტომბრის გამოშვება

03 Oct 2011

გადაცემას უძღვება 5გ კლასის მოსწავლე ელისაბედ სააკაძე. გადაცემის თემებია: IB კაფეტერიის გახსნა შეხვედრა გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორთან ალექსანდრე ნინუასთან სემინარი თემაზე - ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სასწავლო პროცესში

დროშის აწევის ტრადიციული ცერემონია

03 Oct 2011

ახალი სასწავლო კვირა ევროპულ სკოლაში დროშის აწევის საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ეს პატივი სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლებს ნათია არჩვაძეს, მირანდა მანჯგალაძეს, თეონა თიგიშვილს, ზურაბ ქურდაძესა და სალომე მეტრეველს ერგოთ.

ახალი მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ!

01 Oct 2011

შაბათს 11:00 საათზე ისტ ლაბორატორიაში (ოთახი №47) ევროპული სკოლის მოსწავლეთა მშობელთათვის ჩატარდება ტრენინგი ”ელექტრონული ჟურნალი სასწავლო პროცესში”

ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის!

29 Sep 2011

ხუთშაბათს, 16:00 საათზე ისტ ლაბორატორიაში (ოთახი №47) ევროპული სკოლის ახალი პედაგოგებისთვის ჩატარდება ტრენინგი ”ელექტრონული ჟურნალი სასწავლო პროცესში”.