ახალი ამბები

პოზიტიური კომუნიკაცია
04 Dec 2023თანამშრომელთა კეთილდღეობა “ევროპულ სკოლაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, კომპანიის ეთოსის შესაფასებლად და ორგანიზაციული კულტურის გასაანალიზებლად, სკოლაში მოიწვია განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი პაატა პაპავა. მოწვეულ სტუმართან თანამშრომელთა შეხვედრამ, რომელიც ორგანიზაციული თოქ შოუს ფორმატში გაიმართა, შეხვედრის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა როლი აქვს პოზიტიურ კომუნიკაციას სასკოლო კულტურაში და როგორ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის გაძლიერება.

პრეზენტაციის დღე “ვინ ვარ მე“
02 Dec 2023ნოემბრის დასაწყისში ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,ვინ ვარ მე“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.

შემოდგომის ფესტივალი
02 Dec 2023დღეს “ევროპულ სკოლაში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა, მონაწილეები შემოდგომის ფერებში გამოეწყვნენ, შემოდგომის თემაზე შექმნილი დეკორაციები გამოჰფინეს, მონაწილეობა მიიღეს ხილის კალათების კონკურსში, სახის მოხატვასა და თუ ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვაში. შემოსული თანხით მოზარდები დაეხმარებიან კამპანიას “ერთად აჩისთვის“.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს პეპელა“
30 Nov 2023დასრულდა საბავშვო ფილმების რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. 27 ქვეყნის 20 წლამდე ახალგაზრდების მიერ შექმნილი 45 ფილმი იღებდა კონკურსში მონაწილეობას “ოქროს პეპელას“ მოსაპოვებლად. გადაღებები, კინოხელოვანებთან შეხვედრები, ვორქშოპები, გასვლითი ღონისძიებები - კინოს ნორჩი ფანებისთვის ამ აქტივობებმა ფესტივალი ერთ დიდ დღესასწაულად აქცია.

საერთაშორისო კონფერენცია
30 Nov 2023ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.

ექიმები სკოლაში - ოტორინოლარინგოლოგის ვიზიტი
30 Nov 202322 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ოტორინოლრინგოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ბატონი გაგა ყულიაშვილი. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს მოწვეულმა სტუმარმა წარუდგინა პრეზენტაცია საინტერესო თემაზე “ზამთარი და ყელყურცხვირის გასაჭირი“.

ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“
23 Nov 2023ლიტერატურული კვირეული განსაკუთრებული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყო მოსწავლეებისთვის. წიგნების ფესტივალი, ახალი გამოცემების წარდგენა, ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულთა დაჯილდოება, მწერლებთან: მარიამ წიკლაურთან, რატი ჩიქოვანთან შეხვედრა, ჯგუფი “ნუ მიეყრდნობის" კონცერტი და ბოლოს, კვირეულის კულმინაცია - მწერალი დათო ტურაშვილის მასპინძლობა, მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ლიტერატურის მნიშვნელობაზე და გაეთავისებინათ წიგნის კითხვის მშვენიერება.

“მიკრობიოტას“ ეკოაქტივობა
21 Nov 2023“ევროპულმა სკოლამ“ “მწვანე“ წლის აქტივობების ფარგლებში კომპანია “მიკრობიოტას“ უმასპინძლა. სტუმრები ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ, იაპონიაში მიკრობიოლოგ ტეირო ჰიგას მიერ შემუშავებული მიკროორგანიზმული ნაერთი EM (ეფექტური მიკროორგანიზმები) წარუდგინეს და სოფლის მეურნეობაში, ეკოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ეასუბრნენ. მოზარდებმა დაამზადეს ე.წ EM ბომბები, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებენ წყლის სისტემების გასაჯანსაღებლად.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ირჩევენ “მწვანე“ მიმართულებას!
17 Nov 2023“ევროპული სკოლის“ საზოგადოების წევრები “მწვანე“ მიდგომებს ნერგავენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გარემოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.