გავამწვანოთ გარემო

22 აპრილს დედამიწის დღეზე ,, ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ინიციატივით სკოლის ეზოში ბზის, დაფნისა და ნაძვის ნერგები დარგეს და გაამწვანეს გარემო.
მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აგრეთვე შეხვდნენ IB პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს და საინტერესო რჩევები მისცეს, რომლებიც გარემოს დაცვის შესახებ პროექტზე მუშაობენ. 
პირველ კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ნარჩენების გამოყენების შესახებ.
PYP პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ჩრდილების თეატრი მოაწყეს გარემოს დაცვის თემაზე.

Share on: