გილოცავთ!
“ევროპული სკოლის” მე-8 კლასელ მოსწავლეთა პროექტმა “მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელიც წარდგენილი იყო გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მიძღვნილ III საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე ქ. ბერლინში, გამარჯვება მოიპოვა.
კონფერენციაზე “სკოლა–ეკოლოგიისათვის” მიემგზავრებიან მე–8 კლასის მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ჯარჯი სვანიშვილი და თორნიკე ყუბანეიშვილი. ასევე ამ პროექტის ხელმძღვანელები გერმანული ენის მასწავლებელი – მთვარისა ბუსკივაძე და ქიმიის მასწავლებელი – ხათუნა კაპანაძე.
კონფერენციაზე გუნდი განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას წარადგენს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სემინარებსა და დისკუსიებში.