გილოცავთ!

IB პროგრამების კურსამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ ჰოლიგანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარების შესახებ.

ხელშეკრუმების მიხედვით, IB (საერთაშორისო ბაკალავრიატი) პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ. იგივე შესაძლებლობით ისარგებლებენ IB პროგრამების გასული წლების კურსდამთავრებულებიც.

საქართველოში ორი  IB ავტორიზებული სკოლაა: “ევროპული სკოლა“ და “ახალი სკოლა“.

Share on: