დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი
ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ფინალური შეხვედრა შედგა 15 ნოემბერს.
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით I ადგილი დაიკავეს:
I კატეგორია – VI MYP
II კატეგორია – IX AHS
III კატეგორია – XII ა
I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით. I ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ გარდამავალი თასები და მედლები.
საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცათ საჩუქრები:
საუკეთესო ბომბარდირი – გიორგი კიკვაძე (VI MYP);
საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ სამუშია (XI ბ);
საუკეთესო მეკარე – თემო რევიშვილი (XI DP).