და ენაჲ ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა
22-25 აპრილს ევროპულ სკოლაში გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული
ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის პროგრამა
22 აპრილი
- კვირეულის გახსნა
- ღია გაკვეთილი “იოსების სასამართლო“ – IX ბ კლასი, III გაკვეთილი, მასწავლებელი მაია ინასარიძე.
- “ჩვენი დავით კლდიაშვილი“ – თამაზ კვაჭანტირაძის ლექცია X –XII კლასელებისათვის.
- სასკოლო წერა თემაზე – “ჩემი ევროპული ფასეულობები“.
- “ჩვენი საუკეთესო პრეზენტაციები“ – მერვე კლასის მოსწავლეების პრეზენტაციები,VII გაკვეთილი.მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე.
23 აპრილი
- ღია გაკვეთილი “პიროვნების თავისუფლების საზღვრები” – X კლასი, IV გაკვეთილი, მასწავლებელი ნათია ნარეკლიშვილი.
- ღია გაკვეთილი “უძღები შვილის დაბრუნება“ – VIII ა კლასი, მეექვსე გაკვეთილი, მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე.
- “საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ – V-VI კლასის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია, ხელმძღვანელი მელანო ილურიძე. 14 სთ. 30წთ.
24 აპრილი
- VII ბ კლასის მოსწავლეთა ჟურნალის სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, I გაკვეთილი, ხელმძღვანელი მაია ინასარიძე.
- მკითხველის თეატრი უმცროსკლასელებისათვის “წიქარა“ – VII ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. ხელმძღვანელი თამარ ცაგარელი. დასაწყისი 10:45 სთ.ზე მესამე გაკვეთილზე- სააქტო დარბაზი.
- სადიპლომო პროგრამის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა მინისპექტაკლები “მინიატურა თემაზე…“ – V გაკვეთილი, მასწავლებლები თამარ ლომიძე და თეკლას ბერაძე; IB ბიბლიოთეკა.
25 აპრილი
- ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებაში (ბოტანიკურ ბაღში) – “ჩემი ქვეყნის ოქროყანა“ – მასწავლებლები მელანო ილურიძე და ანა ახმეტელი, IV- VI გაკვეთილები.
- შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან – ხელმძღვანელი თეკლა ბერაძე – IB საკონფერენციო დარბაზი – VI სართული.
- კვირეულის დახურვა.
გთხოვთ მობრძანდეთ